პატრიოტების ლეგენდამ ახალი გამოწვევა მიიღო

“ნიუ ინგლენდ პატრიოტსში” ტომ ბრეიდის 20-წლიანი ეპოქა დასრულდა. ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) სუპერვარსკვლავი, “პატრიოტების” ღირსებას 2000 წლიდან იცავდა. 20-წლიანი კარიერის მანძილზე, ტომ ბრეიდი ექვსჯერ გახდა სუპერბოულის გამარჯვებული. 42 წლის სუპერვარსკვლავი სამჯერ დაეუფლა MVP-ის ტიტულს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი “ნიუ ინგლენდ პატრიოტსის” დიდების დარბაზში.

“ტიტანებთან” გამართული მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელშიც ტომ ბრეიდიმ “პატრიოტების” ღირსება დაიცვა. 2020 წლის 20 მარტს, “ნიუ ინგლენდში” ბრეიდის 20 წლიანი ისტორია ოფიციალურად დასრულდა – სუპერვარსკვლავმა “ტამპა ბეისთან” გააფორმა კონტრაქტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტომ ბრეიდი “ტამპა ბეისგან” ყოველწლიურად 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, ტომ ბრეიდიმ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა: “ახალ საფეხბურთო თავგადასავალს ვიწყებ. მადლობას ვუხდი “ტამპა ბეის” გამოცხადებული ნდობისათვის და იმისათვის, რომ საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან შეხვედრას და იმის დამტკიცებას, რომ მათ შეუძლიათ ჩემი იმედი ჰქონდეთ.”

(77)

პატრიოტების ლეგენდამ ახალი გამოწვევა მიიღო

სტატიის ავტორი
-