Belive

პეტრიაშვილი და კენჭაძე მეოთხედფინალში გავიდნენ!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა უნგრელი დანიელ ლიგეტი დიდი უპირატესობით 11-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდება. 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პოლონელი პიოტრ სოკალსკი აშკარა უპირატესობით 12-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვსა და მონღოლ მანდახნარან განზორიგს შორის გამარჯვებულს დაუპირსპირდება. შეგახსენებთ რომ უკვე მეოთხედფინალშია ბექა ლომთაძეც, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში იაპონელ მეტოქეს დაუპირისპირდება, ხოლო სანდრო ამინაშვილი უკვე გამოეთიშა ასპარეზობას.

სხვა სტატიები