Belive

პეტრიაშვილი და კენჭაძე ნახევარფინალში გავიდნენ!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძემ და გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრებში გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. 74 კგ წონით კატეგორიაში კენჭაძემ აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვს 5-2 სძლია და ნახევარფინალში თურქ სონერ დემირთაშს დაუპირისპირდება. გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა და ნახევარფინალში ირანელ ფარვიზ ჰადიბასმანის დაუპირისპირდება რომელმაც მეოთხედფინალში წონის უმთავრესი ფავორიტი თურქი ტაჰა აკგული სენსაციურად დაამარცხა. 61 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალშია ბექა ლომთაძეც რომელიც რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები