Belive

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 11 სპორტსმენით გამოვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში არსებული ფინანსური პრობლემები აღმოფხვრილია - აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 11 სპორტსმენით იქნება წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის Facebook გვერდზე განთავსდა. საქართველოს ფარიკაობის ნაკრების შემადგენლობა  ხმალი ქალები: თეოდორა კახიანი-მეკლინგი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა. ხმალი კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე. დაშნა ქალები: არინა კორნეევა. რაპირა კაცები: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, პაველ ბორონტოვი. 11 მოფარიკავესთან ერთად, კაიროში გაემგზავრებიან, დელეგაციის ხელმძღვანელი: მერაბ ბაზაძე - სფფ-ს პრეზიდენტი, სერგი ხატიაშვილი - მთავარ მწვრთნელი, გიორგი მახვილაძე - ექიმი. შეგახსენებთ, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, 15-22 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები