Belive

ფერენცვაროში Vs. დინამო თბილისი | ყველაფერი მატჩის შესახებ

2 წლის წინ სხვა
8 წთ

26 იანვარს, წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი”, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს, სტუმრად, ბუდაპეშტში, ადგილობრივი “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.

უმაღლესი კატეგორიის ევროპულ ტურნირზე სულ 16 გუნდია, რომელიც 2-ჯგუფში თანაბარი რაოდენობითაა გადანაწილებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ კლუბს არ გაუმართლა, ვინაიდან უძლიერესი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ სპორტის ექსპერტებმა, ამ მოცემულობას სახელიც შესაბამისი – “სიკვდილის ჯგუფი” შეარქვეს.

(ქვემოთ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და ნახავ, მაგრამ თუ კითხვა “გეზარება” დააჭირე აქ.)

(საქართველოში წყალბურთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სპორტია, თუ კარგად ვერ ერკვევი, დააჭირე აქ და უმოკლეს დროში აგიხსნით წესებს.)



ზოგადი ინფორმაცია



პირველ რიგში რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს “დინამო თბილისისა” და “ფერენცვაროშის” განვლილი მატჩია, რომელიც 2 კვირის წინ, 11 იანვარს, თბილისში ჩატარდა.

საყურადღებოა, რომ ქართული გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა, რადგან Covid-19-ის გამო 4 მნიშვნელოვანი მოთამაშე – რეზი იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ირაკლი რაზმაძე და ნიკა შუბლაძე გამოაკლდა.

მიუხედავად ზემოთხსენებული დანაკლისისა, ყველასთვის მოულოდნელად თბილისელებმა მეტოქეს არაერთი დაძაბული მომენტი შეუქმნეს, ერთ მომენტში ანგარიშში ჩამორჩენაც საგრძნობლად შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ჩემპიონთა ლიგის უნგრელ ვიცე-ჩემპიონებს დარჩათ.

საყურადღებოა, რომ დინამოელებს ამის შემდეგ არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ, ვინაიდან შიდა ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და ჯერ არ განახლებულა. თუმცა, ქართულმა გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა უნგრული “ვაშაშის” წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი ფიზიკური მზაობისთვის, ასევე დამატებითი გამოცდილებისთვის.


video
video

რაც შეეხება “ფერენცვაროშს”, რომელიც უნგრეთის საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატიდან გამომდინარე “მუდმივ ტონუსშია”, მათ 24 იანვარს საკუთარ არენაზე “სოლნოკს” უმასპინძლეს და ანგარიშით – 10:7, დაამარცხეს, რითაც ადგილობრივ ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

უმნიშვნელოვანესია წინასწარი სწორი განწყობისათვის ხაზი გავუსვათ იმას, რომ “ფერენცვაროშს” საოცარი სერია აქვს – გუნდს 22 თამაშია არ წაუგია.

უნგრული კლუბის მსგავსად, “დინამო თბილისი” ადგილობრივ ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია, მათ 5-დან 5 გამარჯვება აქვთ. 



როგორი გუნდია ფერენცვაროში და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?



პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 16-ვე გუნდი, “დინამო თბილისის ჩათვლით, უმაღლესი სტანდარტების მქონე გუნდია, წინააღმდეგ შემთხვევაში LEN-ისგან ეგრეთ წოდებულ აკრედიტაციას ვერ მიიღებდნენ.

“ფერენცვაროში”, როგორც კლუბი, უნგრული წყალბურთის სახეა. უნგრული წყალბურთი კი თავის მხრივ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასტაბით გამორჩეულია.

უნგრული წყალბურთის სკოლა და შესაბამისად “ფერენცვაროშიც”, განსაკუთრებულია სისწრაფითა და აგრესიული შეტევებით, რაც თითოეული ოპონენტისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ “ფერენცვაროში” ერთ-ერთი ყველაზე შეთამაშებული გუნდია, რომელმაც 2018-19 წლების სეზონი, შთამბეჭდავი თამაშის ხარჯზე, ტრიუმფალურად დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2020/21 წლებში კი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.


2018/19 წლების სეზონი – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ფერენცვაროში”


ზოგად ჭრილშიც რომ შევხედოთ მოცემულობას, უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვედრილი გუნდების უმეტეს ნაწილს, ძალიან რეალური შანსი აქვს, რომ 2021-22 წლების სეზონი ჩემპიონობით დაასრულოს.


დანაკლისი


მარცხნივ – ბესო ახვლედიანი; მარჯვნივ – გიორგი მესხი;

უნგრეთში გასამართი დაპირისპირების წინ გუნდს ბესო ახვლედიანი (ჯანმრთელობის პრობლემა) და გიორგი მესხი (Covid-19) დააკლდებიან.

რაც შეეხებათ უნგრელებს, რომლებიც ისინი თბილისში წყალბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის – დენეშ ვარგას გარეშე იყვნენ ჩამოსულები, თუმცა როგორც ჩანს ამ უკანასკნელმა ტრავმა მოიშუშა და ამას მოწმობს მისი თვალშისაცემი თამაში “სოლნოკის” წინააღმდეგ.

ამრიგად, დიდია ალბათობა, რომ “ფერენცვაროში” თამაშს სრულფასოვანი შემადგენლობით შეხვდება. დააკლდებათ მხოლოდ ზოლტან პოლი, რომლის არყოფნაც ახალი ამბავი არ არის.


მწვრთნელების კომენტარი


დეიან სტანოიევიჩი და ზოლტ ვარგა


“ჩვენ ურთულესი გრაფიკი გვაქვს, ქართველებთან შეხვედრა ორ ურთულეს მატჩს შორის ტარდება. კარგია, რომ სოლნოკი დავამარცხეთ, თუმცა 2 დღე არ არის ის დრო, როცა გუნდი ძალებს 100%-ით აღიდგენს. თუმცა, თბილისში იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ასეთივე შედეგს თუ გავიმეორებთ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში ძალიან გამოგვადგება., – აცხადებს ზოლტ ვარგა.


“ჩვენ გრძელვადიანი ხედვები და მიზნები გვაქვს, რასაც ეს სიტყვა თავის თავშივე გადმოსცემს, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცედურაა.”

“ყველაფერს ობიექტურად ვაფასებთ და მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა, რაც ჩვენთვის გამოცდილებასთან ერთად საამაყოცაა”

“დინამო თბილისი, როგორც გუნდი დღიდან დღემდე იზრდება და ამავდროულად გვერდს ვერ ავუვლი მოთამაშეებს, რომლებიც ასევე მუდმივ პროგრესს განიცდიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი მისიები, რომლების შესრულების შემთხვევაში, ძალიან მალე უმაღლესი დონის თამაშებს შემოგთავაზებთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან სრულფასოვან და ჯანსაღ კონკურენციაში შევალთ” – განაცხადა დეიან სტანოიევიჩმა.


შედეგობრივი მოლოდინი



როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმოუდგენელზე მეტად რთულ ჯგუფშია და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ “ფერენცვაროში“, ჯგუფის ლიდერ “ბრეშასთან” ერთად, 7 ტურის შემდეგ ერთადერთი წაუგებელი გუნდია.

დარგის ექსპერტების შეფასებით, “ფერენცვაროშისა” და “დინამო თბილისის” წყვილს შორის გამოკვეთილი ფავორიტი უნგრელები არიან. ამ მოსაზრებას ზემოთმოყვანილი თითოეული კომპონენტი კიდევ უფრო ამყარებს, მაგრამ ურთულესი გასვლითი მატჩის წინ გუნდში ამაღლებული განწყობაა და როგორც აღვნიშნეთ წინა შეხვედრაში არსებული დანაკლისი აღდგა, რაც თამაშის სურათსაც შეცვლის.

დაბოლოს, როგორც თითოეულ შეხვედრას, ამ დაპირისპირებასაც ასეთი პათოსით შეგვიძლია შეხვედოთ – ქართული წყალბურთის განვითარებისა და მშენებლობისათვის აუცილებელი კიდევ ერთი აგური, რომელსაც ან უნგრელები დაადებენ ჩვენს “კონსტრუქციას” ან მინიმუმ არწაგების შემთხვევაში ამას ჩვენ თავადვე ვიზამთ, თუმცა თუ გულწრფელები ვიქნებით ამ შეხვედრის არწაგება ასეთ ფორმაში მყოფ “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ, სასწაულის ტოლფასია.


სად ვუყუროთ? C'est cette enzyme qui est responsable de la dégradation https://asgg.fr/ monoxyde d'azote qui permet l'érection.



ქართულ-უნგრული დაპირისპირება თბილისის დროით, 22:00 საათზე, Live.ge-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და საქართველოს პირველ არხზე გაშუქდება.


თუ წყალბურთის დინამო თბილისის ისტორია, განვითარება, ამჟამინდელი მიდგომა და მათი სამომავლო მიზნები გაინტერესებს დააჭირე აქ.

#დინამოერთობაშია

სხვა სტატიები