Belive

ფერნანდო ალონსო ველოსიპედით ავარიაში მოყვა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
უცხოური პრესა იუწყება, რომ ფორმულა 1-ის მრბოლელი ფერნანდო ალონსო ველოსიპედით ვარჯიშის დროს ავტომობილს შეეჯახა. ინციდენტი შვეიცარიაში, მრბოლელის სახლთან ახლოს, ლუგანოში მოხდა. ცნობილი ფაქტია, რომ პროფესიული კარიერის წინასასეზონო სამზადის პერიოდში ალონსო ველოსიპედის საშუალებით ხშირად ვარჯიშობს. La Gazzetta dello Sport-ისა და Marca-ის ცნობით ესპანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენზე გაშუქდა, რის შედეგადაც მოტეხილობები და მცირე დაზიანებები შეინიშნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ამჟამინდელი ცნობის თანახმად, ალონსოს მდგომარეობა სტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანებები არ არის სერიოზული - აღნიშნულ ინფორმაციას მისი გუნდი Alpine F1 ადასტურებს. მოსალოდნელი იყო, რომ ალონსო 28 მარტს ბაჰრეინის ტესტებზე ვერ გამოვიდოდა, თუმცა მისი გუნდის ცნობით მაყურებელს, მარტში, მისი ხილვის საშუალება ექნება.      

სხვა სტატიები