Belive

ფიური: "ენტონი ჯოშუა! ქათამო სად ხარ?!"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
2 დეკემბერს გამართული წლის მთავარი საკრივო დაპირისპირება, სკანდალებით, დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩა. საბოლოოდ შეხვედრა ორი ნოკდაუნის მიუხედავად ფრედ დასრულდა. ტაისონ ფიურიმ კი ბრძოლის შემდეგ განცხადება გააკეთა. ""ნოკდაუნში ორჯერ ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მაინც მე მოვიგე. მე ვარ უდიდესი პროფესიონალი. მე ვიბრძოლე გერმანიაში კლიჩკოსთან, ხოლო შემდეგ ამერიკაში დეონტეი უაილდერთან. ღმერთო, დალოცე ამერიკა. "ბოშების მეფე" დაბრუნდა! 100%-ით ვიცი რომ ეს ბრძოლა ისევ შედგება. მე და დეონტეი უაილდერი ვართ მსოფლიოში ორი საუკეთესო მძიმეწონოსანი ვართ. ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ და განვითარდით, ხოლო ერთი მძიმეწონოსანი კი იმავე დონეზე დარჩა. ქათამო ჯოშუა სად ხარ?! სად ხარ ენტონი ჯოშუა?", - განაცხადა ფიურიმ. აღსანიშნავია, რომ ჯოშუაზე გამოთქმულ მოსაზრებას უალდიერიც ეთანხმება

სხვა სტატიები