Belive

ფიური Vs. უაილდერი - მესამე ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია?!

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ტრილოგიის მესამე ბრძოლის გამართვის თარიღად 19 დეკემბერი დასახელდა. WBC-ის ვერსიით, მძიმეწონითი კატეგორიის ჩემპიონი - ტაისონ ფიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, დეონტეი უაილდერის დამარცხებას კვლავ შეეცდება. მძიმეწონოსანი მოკრივეების პირველი დაპირისპირება, რომელიც 2018 წელს გაიმართა ფრედ დასრულდა. მიმდინარე წლის თებერვალში გამართული მეორე ბრძოლა ფიურის გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანელი მოკრივე იმედოვნებს, რომ უაილდერის დამარცხებას კვლავ შეძლებს. "ფოკუსირებას 19 დეკემბერზე ვახდენთ და ვიმედოვნებთ, რომ იმ დროისათვის სიტუაცია ნორმალურთან მიახლოვებული მაინც იქნება. მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ლოკაციის ძიებაში ვართ", - აღნიშნა ბრედ იაკობსმა.

სხვა სტატიები