Belive

ფლოიდ მეივეზერი ბრუნდება!

4 წლის წინ სხვა
2 წთ

ხუთი წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც 2017 წელს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, რინგზე ბრუნდება! მეივეზერმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა სახელად: "2020-ში დიდ სპორტს ვუბრუნდები".

 
View this post on Instagram
 

Coming out of retirement in 2020

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on

გამომდინარე იქედან რომ მეივეზერმა მისი მეტოქის ვინაობა არ გამოააშკარავა, არის მოსაზრებები რომ მეივეზერი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წარსდგებოდა, თუმცა ამჯერად უკვე UFC-ში. კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის განმეორებითი ბრძოლის ჩატარების ეჭვს ასევე ზრდის მეივეზერის კიდევ ერთი პოსტი ინსტაგრამზე, სადაც ის UFC-ის პრეზიდენტ დანა ვაითთან ერთად გადაღებულ ფოტოს საკმაოდ საინტერესო წარწერით აქვეყნებს: "მე და დანა ვაითი ვმუშაობთ, რომ მსოფლიოს მორიგი ბრწყინვალე სანახაობა შევთავაზოთ 2020-ში"
 
View this post on Instagram
 

@danawhite and I working together again to bring the world another spectacular event in 2020. #boxing #UFC #mma #mayweatherpromotions

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი საკუთარი კარიერის განმავლობაში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მას 50 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები