Belive

ფლოიდ მეივეზერი: "მე პაკიაოსთვის დავბრუნდები"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა, განაცხადა რომ იგი მენი პაკიაოსთან ბრძოლის გასამართად კარიერას განაახლებს. მეივეზერმა და პაკიაომ პირველად 2015 წლის მაისში, ლას-ვეგასში იჩხუბეს, სადაც ამერიკელმა მოკრივემ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ფლოიდ მეივეზერმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა სადაც პაკიაოს ემუქრება და აცხადებს რომ რინგზე მისთვის ბრუნდება, შეგახსენებთ რომ, ამერიკელმა მოკრივემ კონორ მაკგრეგორთან ორთაბრძოლის შემდეგ კარიერა შესანიშნავი სტატისტიკით 50 გამარჯვებით და 0 დამარცხებით დაასრულა. ამერიკელ მეივეზერსა და ფილიპინელ პაკიაოს შორის გამართული პირველი დაპირისპირება სახელწოდებით "საუკუნის ბრძოლა" კრივის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გახდა. ორთაბრძოლის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები