Belive

ფლოიდ მეივეზერი რინგს უბრუნდება - მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საუკუნის ორთაბრძოლის ტრიუმფატორი, ფლოიდ მეივეზერი რინგს უბრუნდება. ამერიკელმა მოკრივემ ოფიციალურად დაასტურა, რომ მან ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა. 41 წლის მეივეზერს, დღემდე გამართული 50 ბრძოლიდან - 50 გამარჯვება უმაგრებს ზურგს. რაც შეეხება ოპონენტს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნასუკავა კიკბოქსის დაუმარცხებელი ჩემპიონია. ფლოიდ მეივეზერისა და ტენშინ ნასუკავას ორთაბრძოლა კიკბოქსინგის წესებით 31 დეკემბერს გაიმართება. ამ წუთისათვის ბრძოლის ზუსტი ლოკაცია უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაპირისპირება შორეულ აღმოსავლეში შედგება.

სხვა სტატიები