Belive

ფლოიდ მეივეზერი Vs. ლოგან პოლი | ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის ბრძოლა 5 ივნისს შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, კრივის ლეგენდისა და ცნობილი ინფლუენსერის დაპირისპირების ადგილმდებარეობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ფლოიდ მეივეზერმა Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ბრძოლის გამართვის 5 შესაძლო ადგილმდებარეობა დაასახელა. ლას ვეგასი, ლოს ანჯელესი, მაიამი, დალასი და ატლანტა - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთაც შესაძლოა მეივეზერისა და პოლის დაპირისპირებას უმასპინძლონ.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather)

შეგახსენებთ, მეივეზერისა და პოლის ბრძოლა თავდაპირველად 20 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ პანდემიიის გამო გადაიდო.

სხვა სტატიები