Belive

ფლოიდ მეივეზერის უდიდესი ფსონები - რა თანხა მოიგო სუპერვარსკვლავმა?

1 წლის წინ სხვა
2 წთ
როდესაც საქმე კოლოსალური თანხის გამომუშავებას ეხება, ძნელად თუ მოიძებნება სპორტსმენი, რომელსაც ეს ფლიდ მეივეზერზე უკეთ გამოსდის. კრივის ლეგენდა, რომელიც რინგზე დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით სარგებლობს, მის მიღმაც წარმატებით ახერხებს თანხის გამომუშავებას. მეივეზერისა და UFC-ის ლეგენდის კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა - კრივისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები აღნიშნული ბრძოლის შესახებ დიდხანს საუბრობდნენ. მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ, მეივეზერი ძირითადად საჩვენებელ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას და ლოგან პოლსა და კიკ-ბოქსიორ ტენშინ ნასუკავას დაუპირისპირდა. კრივი და რინგზე მოპოვებული გამარჯვებები, მეივეზერისათვის სოლიდური შემოსავლის ერთადერთი წყარო არაა - მართალია, სხვა მეთოდები გაცილებით უფრო სარისკოა, მაგრამ მეივეზერი წარმატებით ახერხებს მომგებიანი ფსონების განთავსებას. ცნობილი ფაქტია, რომ მეივეზერი მაღალი დონის მოთამაშეა, რომელმაც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
კოლეჯის კალათბურთზე განთავსებული ფსონის შედეგად, მეივეზერმა $75,000 მოიგო. გაცილებით უფრო მეტი, $4.7 მილიონი მოკრივემ ამერიკული ფეხბურთის მატჩებზე გამოიმუშავა - აღნიშნული თანხის მოგება, მეივეზერმა 1-თვიან პერიოდში შეძლო. მეივეზერმა $827,000 მოიგო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩებსა (NBA) და კრივზე განთავსებული ფსონების შედეგად. მოკრივის სოლიდურ ფსონებს შორისაა, NBA-ს მატჩზე მოგებული $400,000. სოლიდური თანხის მოგების მიუხედავად, მეივეზერმა დიდი ზარალიც განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, წარუმატებელი ფსონების შედეგად მეივეზერმა $50 მილიონი დაკარგა.

სხვა სტატიები