ფუტზალის ვარსკვლავი არასპორტული საქციელის გამო დააპატიმრეს

163
ნახვა

ბრაზილიელი ვარსკვლავი ალკიონე მარსელინიო მატჩის მიმდინარეობისას მსაჯის გადაწყვეტილებამ ისე გააბრაზა, ჯერ მსაჯს თავი ჩაატყა და შემდეგ ძირს დაგდებულს ტერფი უთავაზა სახეში.

„ფლუმინენენსე და ბაიას“ კლუბი ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩს მართავდა რიო ბლანკოს „ატლეტიკოსთან“, ეს ქალაქი ბრაზილიის ჩრდილოეთში მდებარეობს. შეხვედრის მიმდინარეობისას ნახევარმცველმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა მსაჯ მარკუშ ნოგიერას, რის შედეგადაც რეფერი კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტზე  მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია ახორციელებს.

დაზარალებულის ადვოკატმა ფაბიუ სანტოშმა განაცხადა:

„ჩემი კლიენტი გაოცებული იყო ფეხბურთელის აგრესიული დამოკიდებულებით, მან ისეთი სიმძიმის ტრავმა მიაყენა რეფერის, რომ მატჩის კომისარმა შეხვედრა შეწყვიტა.

ჩემს კლიენტს თავის სერიოზული ტრავმა აქვს, ამ მომენტში მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა. მარკუში დღემდე საავადმყოფოში რჩება, ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.“

 

 

 

 

 

 

 

საქმის პირველადი მოსმენა 26 სექტემბერსაა ჩანიშნული, დაზარალებული მხარე არ აპირებს საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას და ეცდება საქმე სისხლის სამართლის კოლეგიამ განიხილოს.

(163)

ფუტზალის ვარსკვლავი არასპორტული საქციელის გამო დააპატიმრეს

სტატიის ავტორი
-