Belive

პიოტრ იანი - დვალიშვილის მსგავს ადამიანთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება?

2 წლის წინ სხვა
1 წთ
10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. სტერლინგისა და იანის სატიტულო ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილმა ანატოლი მალიხინთან ნიძლავი დადო. იმ შემთხვევაში, თუ სტერლინგი გაიმარჯვებს, მერაბ დვალიშვილი 50,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო იანის გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი მალიხინს 50,000 აშშ დოლარს გადაუხდის. პიოტრ იანი ალჯამაინ სტერლინგთან გასამართი ბრძოლის წინ, championat.com-ს ესაუბრა, სადაც უყურადღებოდ არც ქართველი მებრძოლი დარჩენია. კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა დვალიშვილისა და მალიხინის ნიძლავზე, იანმა აღნიშნა, რომ დვალიშვილის მსგავს ადამიანთან მოლაპარაკება არ შეიძლება.
"ეს ტრილიშვილი, დროვალიშვილი... ის ისეთივეა, როგორიც სტერლინგი. დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი მეორეს იტყვის. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან რამეზე მოლაპარაკება?!" - აღნიშნა პიოტრ იანმა.

სხვა სტატიები