Belive

პირველად საქართველოში - გაანაღდე მოგება უბარათოდ!

4 წლის წინ სხვა
7 წთ

betlive.com-ისა და კომპანია UniPAY-ის თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდების ინოვაციური სერვისი, QR - განაღდება.

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, betlive.com თავის სფეროში ინოვატორ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან, ნერგავს სიახლეებს და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. ლოკალური ბარათი X Card-ის პროექტის  წარმატებული გაშვების შემდეგ, რომელიც, ბეთლაივის ბალანსზე არსებული თანხის ბანკომატებიდან განაღდებას გულისხმობს, ბეთლაივმა მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისი, QR-განაღდება შესთავაზა, რომელიც, გულისხმობს ბანკომატებიდან უბარათოდ თანხის განაღდებას, მობილური ტელეფონის საშუალებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Live.ge ბეთლაივის ბიზნესის განვითარების დირექტორს, გუკა თოფურიძეს და UniPAY-ის გენერალურ დირექტორს, კობა ქურდაძეს ესაუბრა.   რას გულისხმობს UniPAY-ის ახალი პროდუქტი, რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა და რა უპირატესობას აძლევს ის მოხმარებელს? QR განაღდების მეთოდი - ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაანაღდოს თანხა ბარათის გარეშე  საკუთარი ანგარიშიდან მაქსიმალურად სწრაფი და დაცული გზით. ვთვლით რომ ამ კონკრეტული ცვლილებით, ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც, პირობითად, ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ, ან ბარათი უზიანდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შეძლებოდათ კომფორტულად თანხის განაღდება, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. როგორ უნდა მივიღო თანხა ბანკომატიდან QR-განაღდების საშუალებით? აღნიშნული სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია - შედი betlive.com-ზე მობილური ვერსიიდან, შეიყვანე მომხმარებლის სახელი, პაროლი და ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე QR ღილაკს თითი. შედეგად, მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ჩარჩო - მოათავსე ჩარჩოში ბანკომატის ეკრანზე არსებული QR ვიზუალი, შეიყვანე ბანკომატში პინ კოდი და მოითხოვე სასურველი თანხა.

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვიდეო


რამდენად უსაფრთხოა QR განაღდების სერვისის გამოყენება პლასტიკური ბარათით სარგებლობასთან შედარებით? სერვისით სარგებლობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო: სმარტფონების მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განბლოკვისთვის იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას - ეს არის უსაფრთხოების პირველი შრე. ამასთან, როდესაც QR განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო - ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია. შედარებისთვის, პლასტიკური ბარათი მესამე პირისთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი - შეიძლება ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, QR განაღდება გაცილებით დაცულ სისტემას წარმოადგენს, რაც პირდაპირ გამორიცხავს მობილურის კოდის ცოდნას, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვას, თითის ანაბეჭდის დუბლირებას და სხვ. იგეგმება თუ არა ამ პროექტში სხვა ბანკებთან თანამშრომლობა, იმისათვის რომ მომხმარებელმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლოს თანხის მარტივად განაღდება? ამ მომენტისთვის, QR განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით. მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბანკომანტებიდან მომსახურებას შევთავაზებთ დეკემბრის დასაწყისში, ლიბერთი ბანკთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სერვისი მაქსიმუმ 2020 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაცია და პარტნიორული თავსებადობაა, სადაც სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი-ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი არიან გაერთიანებული. ამ ნიშნით, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებულები. რა პროცედურაა საჭირო იმისთვის, რომ ბეთლაივის ვერიფიცირებულმა მომხმარებელმა QR-განაღდების გააქტიურება შეძლოს? QR-ით თანხის განაღდებისთვის, მომხმარებელი უნდა იყოს იდენტიფიცირებული - ანუ თუ მას, ერთხელ მაინც აქვს რომელიმე ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან ბეთლაივის ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებული თანხა, ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ავტომატურად უაქტიურდება QR ღილაკი.
თქვენი აზრით, როგორ შეცვლის თქვენი მომხმარებლების ქცევას QR-განაღდების მეთოდი? ეს არის ახალი ქცევა. რეალურად, ჩვენ გავამარტივეთ გზა თანხის გასანაღდებლად და შეიქმნა პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს სამ მნიშვნელოვან სტანდარტს: სანდოობას, უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას.
  • სანდოობა - მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია;
  • უსაფრთხოება - ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად არის შეზღუდული;
  • ხელმისაწვდომობა - მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მივიდნენ ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა, ლიმიტის გათვალისწინებით, გაანაღდონ.
თქვენი აზრით, რამდენად მარტივად აითვისებს მომხმარებელი ამ სიახლეს? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეთლაივისა და UniPAY-ის მომხმარებლები ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინოვაციებს მარტივად ითვისებენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ბაზარზე ოპერირების კუთხით, ინოვაციას წარმოადგენდა და თითოეულ ეტაპზე, მომხმარებელთან თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ სერვისს მომხმარებლები მარტივად გამოიყენებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ QR განაღდების საკომისიო 0%-ს შეადგენს და მომხმარებელს ამ ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს.  
დასასრულს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ UniPAY-ის, ასევე TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის ძალიან კომპეტენტურ და პროფესიონალ ჯგუფებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ პროდუქტის შექმნაში. მათ იდეის ინოვაციურობა და სარგებლიანობა თავიდანვე დაინახეს და ამის გარეშე, პროექტი არ შედგებოდა. პროექტში მონაწილე 100-ზე მეტ ადამიანს, ბეთლაივის გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით. მადლობა დეველოპერებს, რომლებმაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სერვისი იდეალურად, უმაღლეს სტანდარტზე გამართეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო ამ დიდი პროექტის განხორციელებაში - დიზაინერიდან დაწყებული, პროდუქტის იდეის ავტორით დამთავრებული.

სხვა სტატიები