Belive

პირველად UFC-ის ისტორიაში - დანა უაითი განსაკუთრებულ ბრძოლას აანონსებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 249-ის ივენთი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ელოდება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებას, რომელიც UFC 249-ის მთავარი ბრძოლაა. გავრცელებული ინფორმაციით, UFC 249 19 აპრილს გაიმართება მაგრამ დანა უაითის უკანასკნელმა განცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. წყაროს მტკიცებით, დანა უაითი UFC 249-ის ივენთზე კიდევ ერთი ბრძოლის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. UFC-ის გულშემატკივარს ერთის ნაცვლად ორი ძირითადი ბრძოლის ყურების შესაძლებლობა მიეცემა. დანა უაითის მტკიცებით, მსგავსი რამ UFC-ის ისტორიაში პირველად ხდება. ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის პარალელურად, ფრენსის ნგანუსა და ჟაირზინიო როზენსტრუკის დაპირისპირების გამართვის შესაძლებლობაც განიხილება. ESPN MMA-სთან საუბარში დანა უაითმა აღნიშნა: "ვცდილობთ შევქმნათ გამაოგნებელი ქარდი, რომლის მსგავსი UFC-ის ისტორიაში არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ ფრენსის ნგანუ ერთ-ერთია, რომლის დამატების შესაძლებლობასაც განვიხილავთ. დიახ, დიახ, დიახ ჟაირზინიო როზენსტრუკის წინააღმდეგ."

სხვა სტატიები