Belive

პირველი ადგილი - ანასტასია გუბანოვა პეკინის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გამოვა 

2 წლის წინ სხვა
1 წთ
პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ქალთა შორის ინდივიდუალურმა შეჯიბრებამ სტარტი 15 თებერვალს აიღო და ამჟამად მიმდინარეობს. მცირე პროგრამაში გამომსვლელები ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძვიან - 30 სპორტსმენიდან 24 დასკვნით წარმოდგენაში მიიღებს მონაწილეობას და თავისუფალ პროგრამაში გამოვა. საქართველოს სახელით გამომსვლელმა ანასტასია გუბანოვამ მცირე პროგრამას თავი შესანიშნავად გაართვა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენმა უკვე გამოსული 18 სპორტსმენს შორის საუკეთესო შედეგი - 65.40 ქულა აჩვენა და პირველ ადგილს ინარჩუნებს, წინ კიდევ 12 გამომსვლელია, თუმცა 19 წლის სპორტსმენს ფინალურ ეტაპზე გამოსვლა განაღდებული აქვს.  

სხვა სტატიები