პარიზში საფრანგეთის "დიდ პრიზზე" ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ფინალში 235.2 ქულით ყველას აჯობა და ჩემპიონობა არავის დაუთმო. აღსანიშნავია, რომ 7 ქართველი სპორტსმენია ტურნირზე წარმოდგენილი, ხოლო ქალთა შორის სამი მათგანი ფინალში გავიდა.
დღეს, 15 თებერვალს ტურნირზე წყვილთა შეჯიბრება გაიმართება, სადაც უფროსებში სალუქვაძე-მაჭავარიანისა და ქადაგიძე-ხუციბერიძის წყვილები გამოვლენ, ახალგაზრდებში კი კილაძე-მოსულიშვილი ისვრიან. შეჯიბრება 16 თებერვალს დასრულდება.