Belive

პოპულარული ამერიკელი სკეიტბორდერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
პოპულარული ამერიკელი სკეიტბორდერი და იუთუბერი - ჯოშ ნიუმენი, ისლანდიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ნიუმენის Youtube არხს დაახლოებით 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს - სკეიტბორდერი მუდმივად ანახლებდა კონტენტს და საკუთარ გამომწერებს გასაოცარ ვიდეორგოლებს სთავაზობდა. სკეიტბორდინგის პარალელურად, ნიუმენი სკაიდაივინგითაც აქტიურად იყო გატაცებული. ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი, რომელშიც ნიუმენი იმყოფებოდა 3 თებერვალს გაუჩინარდა. ისლანდიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუმენისა და მასთან ერთად მყოფი 3 ადამიანის ცხედარი რეიკიავიკთან ახლოს მდებარე ტბის სიღრმეში აღმოაჩინეს. 37 მეტრის სიღრმიდან დაღუპულების ცხედრების ამოტანის ოპერაცია 6 თებერვალს, უამინდობის გამო შეწყდა. ჯოშ ნიუმენი ისლანდიაში კომერციული ვიდეორგოლის გადასაღებად იმყოფებოდა.