ფეხბურთში რომ სისწრაფე უმნიშვნელოვანესია ეს კარგად მოგეხსენებათ. ინგლისში სტატისტიკას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამჟამად ინგლისურმა პრესამ პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი 11-ეული გამოაქვეყნა, რომლებმაც გასულ სეზონში იასპარეზეს.
მეკარე - პაულო გაზანიგა
რა თქმა უნდა ყველაზე სწრაფი მეკარის აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მონაცემები FIFA 19-დან არის აღებული სადაც "ტოტენჰემის" სათადარიგო მეკარის სიჩქარე 65-ს შეადგენს.
მარჯვენა მცველი - კაილ უოლკერი
2013/14 წლების სეზონიდან ანუ მას შემდეგ რაც Opta-მ ფეხბურთელების სიჩქარის გამოთვლა დაიწყო უოლკერი ყველაზე სწრაფი მცველია, მის მიერ განვითარებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 35.42 კმ/სთ-ია.
ცენტრალური მცველი - ანტონიო რუდიგერი
შეიძლება "ჩელსის" მცველი ყველაზე საიმედოთა რიგებში მოწინავე ადგილებს არ იკავებდეს, მაგრამ მის მიერ გასულ სეზონში დაფიქსირებული 35.19 კმ/სთ წლის მეოთხე მაჩვენებელია.
ცენტრალური მცველი - ტერენს კონგოლო
"ჰადერსფილდის" მცველი ამ სიაში "ტოტენჰემთან" განვითარებული სიჩქარის გამო მოხვდა, რომელმაც 34.85 კმ/სთ შეადგინა.
მარცხენა მცველი - პატრიკ ვან აანჰოლტი
ვან აანჰოლტს საპატიო ადგილი უოლკერის გვერდით უკავია. მის მგავსად ჰოლანდიელმა 2017/18 წლების სეზონში 35.42 კმ/სთ დააფიქსირა.
მარჯვენა ნახევარმცველი - ადამა ტრაორე
მიუხედავად იმისა, რომ ტრაორეს განვითარებული სიჩქარე გასულ სეზონში საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა, იგი FIFA 19-ის საუკეთესო სპრინტერია, მისი სიჩქარის მაჩვენებელი 96-ს შეადგენს.
ცენტრალური ნახევარმცველი - ნგოლო კანტე
მიუხედავად იმისა, რომ კანტე თავისი ართმევებითა და დაუღლელობით არის ცნობილი, ის ნელი სულაც არ გახლავთ, 2017 წელს მან 34.56 კმ/სთ განავითარა.
ცენტრალური ნახევარმცველი - მუსა სისოკო
"ტოტენჰემის" ნახევარმცველს პრემიერლიგის ისტორიაში მეექვსე შედეგი აქვს 35.33 კმ/სთ-ით.
მარცხენა ნახევარმცველი - ლეროი სანე
მას შემდეგ რაც ამ სტატისტიკის დათვლა დაიწყეს "მანჩესტერ სიტის" შემტევი უპირობო ლიდერია, მის მიერ განვითარებული საუკეთესო სისწრაფე 35.48 კმ/სთ-ს შეადგენს.
თავდამსხმელი - ჯეიმი ვარდი
ვარდი საპატიო ვერცხლის მედლის მფლობელია 35.44 კმ/სთ-ით.
თავდამსხმელი - პიერ ემერიკ ობამეიანგი
გაბონელი ფორვარდის საუკეთესო მაჩვენებელი 34.75 კმ/სთ-ია, იმაზე მეტი ვიდრე უსეინ ბოლტმა თავისი ლეგენდარული 100 მეტრიანი გარბენის პირველ 30 მეტრზე განავითარა.