Belive

პრევიუ: ატლეტიკო - ჩელსი 

3 წლის წინ სხვა
11 წთ
დრო: 23 თებერვალი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: არენა ნასიონალა (ბუქარესტი, რუმინეთი) მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანელი, 45 წლის)

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გუნდები განსხვავებული შედეგებით მოვიდნენ. მადრიდის "ატლეტიკო" A ჯგუფში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ მიუნხენის "ბაიერნთან", "ზალცბურგთან" და მოსკოვის "ლოკომოტივთან" ერთად მოხვდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა ("რეკორდმაისტერთან" 0:4) და შესაბამისად დაგროვილი 9 ქულით მეორე პოზიცია დაიკავეს. მადრიდელებმა 7 გოლი გაიტანეს და 8 გაუშვეს. "ჩელსის" შედარებით მარტივი ჯგუფი შეხვდა. ლონდონელთა მეტოქეები "სევილია", "კრასნოდარი" და "რენი" იყვნენ და "ლაციოსთან", "ბაიერნთან" და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად იმ ოთხეულში მოხვდნენ, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს. ლონდონელებმა 4 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და თავი 14 ქულას მოუყარეს. "არისტოკრატების" გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსი ასეთია - 14:2. ამაზე ცოტა გოლი მხოლოდ "მანჩესტერ სიტიმ" გაუშვა. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატებს, "ატლეტიკო" ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. გუნდს 55 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ, მოქმედ ჩემპიონ მადრიდის "რეალს" სამით უსწრებს და თანაქალაქურ კლუბზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონატში 45 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 16 გაუშვა. "ჩელსის" თავისი შემდეგი მეტოქისგან განსხვავებით, ქვეყნის შიგნით საქმეები იდეალურად არ მისდის, რასაც გუნდიდან ლეგენდარული ფრენკ ლამპარდის დათხოვნაც მოჰყვა. ტომას ტუხელმა მდგომარეობა ოდნავ გამოასწორა და ევროზონაში დაბრუნდა, თუმცა არა ოთხეულში. გუნდს 12 გამარჯვება, 7 ფრე, 6 მარცხი და 43 ქულა აქვს, რაც "ლურჯებს" მეხუთე პოზიციაზე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ბურთების შეფარდება - 41:256.

სათამაშო ფორმა

მადრიდელებს ბოლო პერიოდში სტაბილურობა აკლიათ და ქულების კარგვასაც მოუხშირეს, თუმცა, მთლიანობაში, მათ ბოლო 25 შეხვედრიდან მხოლოდ 3 წააგეს და 17 გამარჯვებით დაასრულეს. ბოლო მატჩი გუნდმა 20 თებერვალს, ლა ლიგის ეგიდით, "ლევანტესთან" გამართა და საშინაო კედლებში - 0:2 დამარცხდა. საინტერესოა, რომ "როხიბლანკომ" ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში ვალენსიურ კლუბს სამ დღეში ორჯერ ეთამაშა და მხოლოდ 1 ქულა აიღო (1:1, 17 თებერვალს). „ატლეტიკოს“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: წ/ფ/მ/ფ/მ „ატლეტიკოს“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ლუის სუარესი (16 გოლი, 2 საგოლე გადაცემა). ტომას ტუხელის ხელში "ჩელსიმ" თამაშის ხარისხთან ერთად, შედეგებიც გამოასწორა. გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია, აქედან 6 მოგება და ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მარცხი აქვს. გუნდმა ბოლო შეხვედრა პრემიერლიგაში, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ, 10 თებერვალს ჩაატარა და ფრედ - 1:1 დაასრულა. „ჩელსის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: ფ/მ/მ/მ/მ „ჩელსის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ტამი აბრაჰამი (12 გოლი, 6 საგოლე გადაცემა).
Atletico Madrid will be Chelsea's sternest test in the UCL Round of 16

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 7-ჯერ დაუპირისპირდნენ (2009-2017 წლებში), აქედან 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2-2 მოგება კი გუნდებმა გაიყვეს. გუნდების 7 შეხვედრიდან 3-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა. გუნდების 7 დაპირისპირებიდან 5-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. "ატლეტიკომ" "ჩელსის" სულ სამჯერ უმასპინძლა და აქედან ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ბოლო მათგანში კი ლონდონელებმა იმარჯვეს (1:2). ამ გუნდების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირება 2012 წელს, ევროპის სუპერთასის ეგიდით გაიმართა და იქ ესპანურმა კლუბმა - 4:1 იმარჯვა.

ფაქტები მატჩის შესახებ

  • "ატლეტიკომ" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში გოლი გაუშვა.
  • "ატლეტიკომ" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 6-ში მეტოქეებს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.
  • მართალია, "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული ბოლო შეხვედრა "ლევანტესთან" წააგო, მაგრამ იქამდე, საშინაო არენაზე 27-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
  • "ატლეტიკოს" მიერ ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო ექვს მატჩში პირველ ნახევარში გოლი გავიდა.
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "ატლეტიკოს" მიერ გამართული 6 შეხვედრიდან სამში ზუსტად 2 გოლი გავიდა.
  • საშინაო კედლებში, მადრიდებელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 შეხვედრიდან 8-ში კარი მშრალად შეინახა.
  • ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში ანგარიშის გამხსნელი გოლი "ატლეტიკოს" კარში გავიდა.
  • "ატლეტიკოს" მიერ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საშინაო არენაზე ჩატარებული ბოლო 13 შეხვედრიდან არცერთი წაუგია. აქ მოგებული ბოლო ხუთ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი 75-ე წუთის შემდეგ გავიდა.
  • "ჩელსიმ" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 შეხვედრიდან 8-ში 1-ზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.
  • ლონდონელთა მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან 9-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • "არისტოკრატებმა" ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 11 შეხვედრიდან 8-ში კარი მშრალად შეინახეს.
  • მეტოქის მოედანზე, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 4 შეხვედრიდან ლონდონელებს არცერთი წაუგიათ, უკანასკნელი 6-დან კი მხოლოდ 1 დათმეს და 4-ში გამარჯვებას მიაღწიეს.
  • სტუმრად, ყველა ტურნირის ეგიდით გამართული "ჩელსის" ბოლო 9 შეხვედრიდან 6-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • ამ სეზონში, "ჩელსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრების 83%-ში "არისტოკრატებმა" მინიმუმ 1 გოლი გაიტანეს.
  • ამ სეზონში, "ჩელსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მაგტჩების 67%-ში "არისტოკრატებმა" მეტოქის კარის აღება ორივე ნახევარში მოახერხეს.
  • "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გამართული შეხვედრების ნახევარში ორივე ტაიმი მოიგო. ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით გამართული 7 მატჩიდან 6-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • ტომას ტუხელის "ჩელსიში" მუშაობის მოკლე პერიოდში, გუნდმა მეტოქეთა კარში ზუსტად 28-ჯერ დაარტყა და აქედან გოლად 9 აქცია (32.14%).
  • ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ატლეტიკოს" 5-მატჩიანი, ხოლო "ჩელსის" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
UEFA Champions League 2017/18; Atletico Madrid vs Chelsea: Match Preview

დანაკლისი

"ატლეტიკო" - ვერ ითამაშებენ: ხოსე ხიმენესი, იანიკ კარასკო, სიმე ვრსალკო, კირან ტრიპიე, ჰექტორ ერერა. "ჩელსი" - ვერ ითამაშებს: ტიაგო სილვა.

სავარაუდო შემადგენლობა

"ატლეტიკო": ობლაკი - ჰერმოსო, ფელიპე, სავიჩი - ლოდი, საული, კოკე, ლორენტე - კორეა - სუარეში, ფელიში (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინელი, 50 წლის). "ჩელსი": მენდი - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი - ჰადსონ-ოდოი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო - ვერნერი, მაუნტი - აბრაჰამი (3-4-2-1). მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი (გერმანელი, 47 წლის).

მსაჯი

შეხვედრას უდიდესი გამოცდილების მქონე გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი მოემსახურება. მას მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე უკვე სამ მატჩზე უმუშავია, სადაც ჯამში 13 ყვითელი ბარათი გამოიყენა (სამივე შეხვედრაში მინიმუმ 3, საშუალოდ - 4.3), ერთი ფეხბურთელი გააძევა და 2 პენალტი დანიშნა. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, 45 წლის მსაჯმა ყველა ტურნირზე ჯამში 24 შეხვედრას უხელმძღვანელა და სულ 70 ყვითელი და 2 წითელი ბარათი გამოიყენა, აქედან 15 მატჩში მან ფეხბურთელები მინიმუმ სამჯერ გააფრთხილა, 4-ში კი ბარათი საერთოდ არ გამოუყენებია და 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბოლო 7 მატჩიდან 6-ში მან ყვითელი ბარათი ჯიბიდან სულ მცირე 3-ჯერ ამოიღო. მიუნხენში დაბადებულ რეფერის ორივე გუნდთან საკმაოდ დიდი შეხება ჰქონია და მათ შეხვედრებში ფელიქს ბრიხის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: "ატლეტიკო": 6 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი, ჯამში ნაჩვენები 20 ყვითელი ბარათი (ყველაზე მეტი ესპანურ კლუბებთან, აქედან სამ მატჩში მინიმუმ 3) და 2 გაძევება. "ჩელსი": 4 მატჩი, 3 მოგება, 1 მარცხი (9 ყვითელი ბარათი, თითო შეხვედრაში მინიმუმ 2) და 1 დანიშნული პენალტი. ფელიქს ბრიხის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 2017 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ, რომელიც კარდიფში შედგა და რომელშიც მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა.
No description available.

მატჩისწინა კომენტარები

სეზარ ასპილიკუეტა - "ჩელსის" კაპიტანი: "ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებული. ვფიქრობ, როდესაც ცუდი შედეგები გვაქვს, ხალხი თვლის, რომ გუნდი ფავორიტი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორივე გუნდი სხვადასხვა სიტუაციაშია და ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი და სოლიდური გუნდია, სწორედ ამიტომაც ლიდერობენ ისინი ლა ლიგაში. ვიცით, რომ მათ თავიანთ მწვრთნელთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, სწორედ ამიტომაც, კარგად შეთამაშებულები არიან. შეხვედრის სტუმრად ჩატარება გვიწევს, მაგრამ შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ტომას ტუხელმა თავიდანვე ნათლად წარმოაჩინა თუ რას ითხოვდა ჩვენგან და ჩვენც ვცდილობთ, ეს ყველაფერი სწორად გავითავისოთ და მოედანზე ავსახოთ. შაბათს, პრემიერლიგაში ქულების დაკარგვით იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ, წინ ჩემპიონთა ლიგაა და პოზიტიურად ვართ განწყობილნი". ტომას ტუხელი - "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი: "ეს დიდი გამოცდაა. მათ ამ დონეზე წარმატებულად თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. გამოცდილი მწვრთნელი, რომლისგანაც ბევრ საინტერესოს უნდა ველოდოთ. მეტოქის მსგავსად, გასამრჯვებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ, რა შედეგი დადგება. საინტერესო მატჩი გველის.

პროგნოზი

მიუხედავად ლა ლიგის ბოლო ტურში "ლევანტესთან" მარცხისა, "ატლეტიკო" საშინაო არენაზე მშვენივრად გამოიყურება. აქ გუნდმა ბოლო 28 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო და უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ორივე გუნდის სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ადვილი შესამჩნევია, რომ მეტოქეები შეტევაში თავქუდმოგლეჯილები არ ჩაებმებიან და მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო მეტად იზრუნებენ, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ: ატლეტიკო არ წააგებს - 1.42 მატჩში 2-ზე მეტი გოლი არ გავა - 1.55 სავარაუდო ანგარიში: 1:1 - 7.40 

სხვა სტატიები