Belive

პროფესიონალურ დარტსში ვან დერ ვაარტის დებიუტი შედგა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
"აიაქსის," "ტოტენჰემისა" და "რეალის" ყოფილმა ნახევარმცმელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვა სპორტში გადაინაცვლა - მისი დებიუტი დარტსში ქალაქ ესბიერში, BDO-ს დანიის ღია პირველობაზე შედგა. აღსანიშნავია, რომ ვან დერ ვაარტის დებიუტი წარმატებულიც გამოდგა - მან დანიელ ტომას ანდერსონს ანგარიშით 4:2 მოუგო, თუმცა შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსან პერ ლაურსენთან უშანსოდ დამარცხდა (4:0). 36 წლის ვან დერ ვაარტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა, ქალაქ ესბიერში ჰოლანდიელ ხელბურთელ ესტავანა პოლმანთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ადგილობრივ გუნდში თამაშობს.

იხილეთ ვიდეო