Belive

ქართველ მოკრივეს 10 წელი მიუსაჯეს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ამერიკის შეერთებულ შტატების სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს, რომელიც დამნაშავედ ცნეს კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 19 ივნისს დაადგინა, რომ ხურციძე და კიდევ ერთი ბრალდებული, რაჟდენ წულაია, მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტივობებში, მათ შორის გამოძალვაში, ქურდობასა და თაღლითობაში. ხურციძეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ 39 წლის ხურციძე, ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში, ასრულებდა ე.წ. "შავ სამუშაოს" შულაიასათვის, რომელიც მიჩნეულია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი განაჩენის გამოცხადება 21 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ხურციძე და შულაია 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში დააკავეს კიდევ რამდენიმე პირთან ერთად.

სხვა სტატიები