Belive

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ევროპისა და კონფერენს ლიგაზე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

27 ოქტომბერს კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაიმართა, სადაც არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

"შტურმი" - "ფეიენოორდი"

ევროპა ლიგის F ჯგუფის მეხუთე ტურში, ავსტრიულმა გრაცის "შტურმმა" ნიდერლანდულ გრანდს "ფეიენოორდს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის 93-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 53-ე წუთზე შემოვიდა.

Whoscored-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი შემტევი დაასახელა და 7.6 ქულა დაუწერა, რაც ორივე კლუბის რიგებში საუკეთესო იყო.

"სლოვანი" - "პიუნიკი"

ბრატისლავის "სლოვანი" კონფერენს ლიგის მე-5 ტურში სომხურ "პიუნიკს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მასპინძელი კლუბი 0:1 აგებდა, მატჩის 84-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - გურამ კაშიამ გაათანაბრა, კაშიას გოლის შემდეგ 2 წუთში კი "სლოვანმა" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და კონფერენს ლიგის H ჯგუფში 8 ქულით გალიდერდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოედანზე 87 წუთი გაატარა გიორგი ჩაკვეტაძემაც, ხოლო ჯაბა კანკავა საკუთარ კლუბს ვერ ეხმარებოდა.

გურამ კაშიამ Whoscored-ისგან 8 ქულა მიიღო და იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 7.1 ქულა დაიმსახურა.

ვენის "აუსტრია" - "ლეხი"

კონფერენს ლიგის C ჯგუფში, ვენის "აუსტრიამ" პოლონურ "ლეხს" უმასპინძლა და მატჩი 1-1 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში 88 წუთი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა - ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა. ხოლო 74-ე წუთზე თამაშში გიორგი წიტაიშვილი ჩაერთო.

Sofascore-მ ნიკა კვეკვესკირის თამაში 6.9, გიორგი წიტაიშვილის კი 6.4 ქულით შეაფასა.

სხვა სტატიები