Belive

ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ში იასპარეზებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ს.კ "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი -  სანდრო ბენდელიანი ლიგა 1-ის ერთ-ერთ გრანდში "მარსელში" იასპარეზებს.
პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი, "ოდიშის" აღზრდილი ბენდელიანი, ფრანგულმა კლუბმა $26 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა. სანდრო ბენდელიანი, რომელმაც არაერთ ქართულ გრანდში ითამაშა, საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში ზუგდიდის "ბაიაში" დაიწყო, თუმცა მომავალში ეს ქართული კლუბი დაიშალა და სანდროთი არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის დასაწყისში თამაში სამშობლოში ამჯობინა და "ბაიადან" "ოდიშში" გადავიდა. ტრანსფერიდან 3 მილიონს მეგრული კლუბები მიიღებენ. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სანდრო საფრანგეთში ვერ მიემგზავრებოდა, თუმცა იგი გუშინ მარსელში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

მან ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.

Live.ge-ს გუნდი ულოცავს ქართველ ფეხბურთელს ამ დიდ წარმატებას და კარიერაში წარმატებას უსურვებს.    

სხვა სტატიები