Belive

ქართველი ქართველმა შეცვალა - უკრაინულმა ინჰულეცმა სიჭინავა გაუშვა და ჩოგაძე დაიმატა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უკრაინის ჩემპიონატში ორი ქართული ტრანსფერი განხორციელდა, თანაც ერთი და იგივე გუნდის მონაწილეობით. საქმე "ინჰულეცს" ეხება, უმაღლეს დივიზიონში ერთი წლის წინ დაწინაურებულ გუნდს, რომელმაც ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ნიკა სიჭინავა გაუშვა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ამის შესახებ უკრაინული სპორტული გამოცემები უკვე წერენ. თავის მხრივ, გუნდში არის ახალწვეულიც, თანაც ქართველი, 23 წლის ნიჭიერი შემტევი, თემურ ჩოგაძე, რომელმაც ბოლო წელიწადნახევარი დონეცკის "ოლიმპიკში" გაატარა, სადაც 20 შეხვედრის ჩატარება და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება ნიკოლოზ სიჭინავას, დიდი ალბათობით, 26 წლის თავდამსხმელი, რომელმაც "ინჰულეისთვის" 2016 წლიდან მოყოლებული ითამაშა და 134 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, კარიერას კვლავაც უკრაინის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი ლვოვის "რუხში" გააგრძელებს.

სხვა სტატიები