Belive

ქართველი ტყვიის მსროლელის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფინალში გამოსვლა მან 214.3 ქულით დაამთავრა. ევროპის ჩემპიონის ტიტული თურქმა სევაი იაიდა ტარჰანმა მოიპოვა. ვერცხლის მედალს რუსი ნადეჟდა კოლოდა დაეუფლა. ქართველებიდან ფინალში მხოლოდ ლიზი კილაძე მოხვდა. ჩვენი სხვა მონაწილეებიდან ნინო ხუციბერიძე 551 ქულით 42-ე ადგილზე, მარიამ ქობულაშვილი კი 547-ით 48-ზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 1662 ქულა დააგროვა და მე-9 შედეგი დააფიქსირა.

სხვა სტატიები