ქართველმა ჰოკეისტებმა მექსიკა დაამარცხეს

მსოფლიო ჩემპიონატის ბე დივიზიონის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ქართველმა სპორტსმენებმა პირველი პერიოდი ფრედ, 1:1 დაასრულეს. მეორე პერიოდში მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს, ხოლო ბოლო, მესამე პერიოდი 1:1 დამთავრდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ალექსანდრე ვასილჩენკო იყო, რომლის ანგარიშზეც სამივე გატანილი შაიბაა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ქართველებმა ჩრდილოეთ კორეასთან 9:4 წააგეს. ამ წუთისთვის ორი მატჩის შემდეგ საქართველო 6 გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზეა. ჯგუფს კი ისრაელი ლიდერობს.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, 22:00 საათზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველმა ჰოკეისტებმა მექსიკა დაამარცხეს

სტატიის ავტორი
-