Belive

ყველა დროის 10 საუკეთესო მოკრივე

3 წლის წინ სხვა
1 წთ
კრივის ავტორიტეტული აუთლეტი BoxRec ყველა დროის 10 საუკეთესო მოკრივის რეიტინგს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ BoxRec-ის მიერ შედგენილ ათეულში ლეგენდარული მაიკ ტაისონი ვერ მოხვდა. რეიტინგს სათავეში 21-წლიანი კარიერის მანძილზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი უდგას. მეორე ადგილს მეივეზერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოპონენტი მენი პაკიაო იკავებს. მესამე ადგილი არგენტინელმა - კარლოს მონზონმა დაიკავა. მეოთხე პოზიციაზე კი ბევრისათვის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოკრივე - მუჰამედ ალი გავიდა. ყველა დროის 10 საუკეთესო მოკრივის რეიტინგს მიღმა ისეთი სახელოვანი და ლეგენდარული მოკრივეები აღმოჩნდნენ, როგორიცაა: მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი, როკი მარჩიანო და რობერტო დურანი. 10. ხულიო სეზარ ჩავესი - 107-6-2 9. ოსკარ დე ლა ჰოია - 39-6-0 8. არჩი მური - 186-23-10 7. ჯო ლუისი - 66-3-0 6. ბერნარ ჰოპკინსი - 55-8-2 5. შუგარ რეი რობინსონი - 174-19-6 4. მუჰამედ ალი - 56-5-0 3. კარლოს მონზონი - 87-3-9 2. მენი პაკიაო - 62-7-2 1. ფლოიდ მეივეზერი - 50-0-0

სხვა სტატიები