Belive

ყველა დროის ყველაზე ცუდი ბარტერი?!

5 წლის წინ სხვა
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ Twitter-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ზუსტად 1 წლის წინ შეიძინა. პოსტზე შემდეგი სახის გამოხმაურებები იყო:
  • "ერთი სული მაქვს, როდის შედგება სანჩესის დებიუტი"
  • "როდის ითამაშებს სანჩესი?"
  • "ყველაზე კარგი რამ, რაც იუნაიტედში გაუკეთებია, პიანინოზე დაკვრა იყო" (წინადადებაში ზმნა Play როგორც ფეხბურთის თამაშის, ასევე პიანინოზე დაკვრისთვის იყო გამოყენებული)
30 წლის სანჩესმა "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა, უკანასკნელ პერიოდში კი მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგული აქვს. "იუნაიტედის" ლეგენდის, ენდი კოულის შეფასებით, ალექსის სანჩესი "წითელი ეშმაკების" სათამაშო სტილს ვერ მოერგო. რაც შეეხება მხითარიანს - "არსენალში" მისი კარიერა შედარებით უკეთესად წარიმართა - მან 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა. გუნდში უნაი ემერის მოსვლის შემდეგ კი იგი "არსენალის" საკვანძო ფეხბურთელი ვერ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მხითარიანს სათამაშო დრო ეძლევა, მას გაცილებით ნაკლები სარგებელი მოაქვს გუნდისთვის, ვიდრე ალექსისს (არსენალის დატოვებამდე). ფაქტია, რომ ბარტერმა არ გაამართლა - ორივე მხარე წაგებულია. ამასთან, ალექსის სანჩესი დაუჯერებლად დიდ ანაზღაურებას, კვირაში £500,000-ს იღებს (დაუბეგრავი თანხა). წელიწადში საშუალოდ 52 კვირაა, ხოლო ალექსისი კი "მანჩესტერში" 1 წლის განმავლობაში თამაშობს. შესაბამისად, თუკი დაახლოებით დავიანგარიშებთ, "მანჩესტერს" ალექსისის ხელფასში უკვე £26 მილიონი აქვს გადახდილი, რის სანაცვლოდაც, ალექსისმა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები