Belive

"ყველა დროის საუკეთესო შოუ რაც მინახავს" - ლებრონ ჯეიმსი Super Bowl-ზე გაერთო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის სუპერფინალი, რომელიც მხოლოდ სპორტული პრინციპით მნიშვნელოვანი დაპირისპირების ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და რომელიც მსოფლიოს სპორტის, ხელოვნების, ბიზნეს და ფინანსური ინდუსტრიების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა, სუპერვარსკვლავების უდიდეს ინტერესსაც იწვევს. ამერიკული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი 14 თებერვალს, კალიფორნიაში, აინჯელვუდში გაიმართა, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთის და დასავლეთის საუკეთესო გუნდები, "ცინცინატი ბენგალსი" და "ლოს ანჯელეს რემსი" დაუპირისპირდნენ, "ანგელოზთა ქალაქის" გუნდის გამარჯვებით - 23:20 დასრულდა. სანახაობის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი კალათბურთის სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის კადრები იყო, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და როგორც აღმოჩნდა, შესვენების დროს ნაჩვენები შოუთი აღფრთოვანებულიც დარჩა.
"ღმერთო ჩემო. ვაუ. ეს ყველა დროის საუკეთესო შესვენების შოუა, რომელიც ოდესმე მინახავს" - წერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი სოციალურ ქსელში.
ეს კი ის კადრებია, რომელიც ადასტურებს, რომ ლებრონ ჯეიმსი "სუპერ ბოულით" ძალზედ ნასიამოვნები დარჩა:

სხვა სტატიები