Belive

ყველაზე ცუდ მოთხილამურეს თოვლში არასდროს უვარჯიშია

2 წლის წინ სხვა
2 წთ
პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე, ადრიან სოლანო გაგვახსენდა: მოთხილამურე, რომელსაც თოვლში არასდროს უვარჯიშია და რომლის ვიდეოკადრებმაც სოციალური ქსელი მოიარა. სოლანოს გამოუცდელობა, ფინეთში გამართულ ტურნირზე (Nordic world ski championships) ნათლად გამოჩნდა, სადაც მოთხილამურემ კატასტროფული შედეგი დააფიქსირა. საკფალიფიკაციო რაუნდის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვა, ვენესუელელი მოთხილამურისათვის გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა. პირველი 3.7 კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სოლანოს 37.39 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა მონაწილეებმა სრული ტურნირის მანძილზე გაცილებით უფრო ნაკლები დრო დააფიქსირეს. 1.6 კილომეტრიან სპრინტში, სოლანომ, ბოლო 156-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორებმა და სათხილამურო სპორტის ექსპერტებმა ადრიან სოლანო ყველაზე ცუდ მოთხილამურედ შერაცხეს - ვენესუელელი სპორტსმენი დანებებას არ აპირებს და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების იმედს არ კარგავს. სოლანოს საგამ გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. ვენესუელასა და საფრანგეთს შორის კი მცირე დიპლომატიური სკანდალიც წარმოიშვა. იანვარში სოლანომ საფრანგეთის გავლით შვედეთში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა თოვლში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა საფრანგეთმა მისი დეპორტაცია მოახდინა. პარიზში, აეროპორტის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, სპორტსმენის მონათხრობი არ დაიჯერეს და ჩათვალეს, რომ თოვლში ვარჯიშს სოლანო უბრალოდ მიზეზად იყენებდა, რათა შვედეთში თავშესაფარი მოეთხოვა. კარაკასში იძულებით დაბრუნების შემდეგ, სოლანოს მხარდამჭერებმა საქველმოქმედო ფონდი დააარსეს - მიღებული შემოწირულობების შედეგად, მოთხილამურეს ფინეთში გამგზავრებისა და ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ნაჩვენებმა შედეგმა ფანების იმედგაცრუება გამოიწვია.
Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ფანებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მძვინვარე უკიდურესი სიღარიბის ფონზე, სოლანოს ფინეთში გამართულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება არ უნდა მიეღო. კრიტიკას მოთხილამურემ დაუყოვნებლივ უპასუხა:
"ჩემო მეგობრებო, ვფიცავ ტურნირზე ფანების დახმარებითა და გაღებული შემოწირულობით მოვხვდი და არა ვენესუელის ხელისუფლების დაფინანსებით. აქ მოვხვდი იმ ადამიანების დახმარებით, რომელთაც ჩემი ისტორიის შესახებ გაიგეს. ოცნება ამიხდა და ეს ყველაფერი მმატებს მოტივაციას, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო".