მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 0:1 წააგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანიებმა, -Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ინდივიდუალური, მთლიანად “ჯვაროსნებს” კი გუნდური შეფასება (6.74, მეტოქეს – 7.10) დაუწერეს, რომელიც ასე გამოიყურება:
გიორგი ლორია – 6.8
გრიგოლ ჩაბრაძე – 6.9
გურამ კაშია – 7.1
დავით ხოჭოლავა – 6.8
ირაკლი აზაროვი – 7.2
ჯაბა კანკავა (კ) – 7.3
გიორგი აბურჯანია – 6.3
ოთარ კიტეიშილი – 6.6
ვაკო ყაზაიშვილი – 6.4
გიორგი ქვილითაია – 6.8
ჯაბა ჯირაური – 6.6
გიორგი მიქაუტაძე – 6.5
გიორგი ჩაკვეტაძე – 6.4
ზურიკო დავითაშვილი – 6.4
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დაიმსახურა (7.3), ყველაზე დაბალი ქულით კი სტატიკოსებმა გიორგი აბურჯანიას თამაში შეაფასეს (6.3).
ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-15 წუთზე გავიდა, ბურთი საკუთარ კარში დავით ხოჭოლავამ ჩაჭრა. შემდეგ შეხვედრას ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, ქალაქ ბადახოსში გამართავს.