Belive

რა თანხა გამოიმუშავეს ძიუდოს რეიტინგის ლიდერებმა, უკვე ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგის ლიდერებს ჯილდოები გადასცა. გურამ თუშიშვილს და კლარის აგბენენუს 50 ათასი დოლარი გადაეცათ. თუშიშვილი ვაჟთა პირველი ნომერია, ხოლო აგბენენუ ქალთა შორის არის საუკეთესო. დანარჩენ სხვა წონითი კატეგორიის ლიდერები 10 ათასი დოლარით დააჯილდოვეს. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე. ლიპარტელიანი 100 კგ.მდე წონითი კატეგორიის ლიდერია, ხოლო ნიკო შერაზადიშვილი 90 კგ. წონითი კატეგორიის პირველი ნომერი.

სხვა სტატიები