Belive

რაგბი - U20 მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

4 წლის წინ სხვა
4 წთ
რაგბი U20  მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალ, 4 ივნისს,  თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს. მსოფლიო ჩემპიონატს B ჯგუფის მატჩი ავსტრალია - იტალიისა და C ჯგუფის სამხრეთ აფრიკა - შოტლანდიის მატჩები გახსნის, რომელიც თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. უმცროსი ბორჯღალოსნები 4 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე ახალ ზელანდიელ თანატოლებს შეეჯიბრებიან. პირველ საშეჯიბრო დღეს საფრანგეთი - ფიჯისა და ირლანდია - ინგლისის მატჩები დახურავენ, რომელიც თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. Live.Ge გთავაზობთ რაგბი U20 მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მიღწევების ავტორებს:

ყველაზე მეტი ქულა

  1. პატრისიო ფერნანდესი (არგენტინა) - 155 ქულა
  2. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა) - 141 ქულა
  3. ტომ ჰომერი (ინგლისი) - 118 ქულა
  4. მეთიუ ჯერვისი (უელსი) - 116 ქულა
  5. ფრანკოლს ბრუმერი (სამხრეთ აფრიკა) - 105 ქულა
  6. ქარვინ ბოში (სამხრეთ აფრიკა) - 104 ქულა
  7. გელა აფრასიძე (საქართველო) - 98 ქულა
  8. გარეთ ენსკომბი (ახალი ზელანდია) - 86 ქულა
  9. დომინგო მიოტი (არგენტინა) - 84 ქულა
  10. დანკან უეირი (შოტლანდია) - 84 ქულა
 

საუკეთესო მელელოვე

  1. ტევიტა ლი (ახალი ზელანდია) - 13 ლელო
  2. ენდრიუ კელეუეი (ავსტრალია) - 12 ლელო
  3. ენდრიუ კონვეი (ირლანდია) - 10 ლელო
  4. ჯეიმი ფარნდეილი (შოტლანდია) - 10 ლელო
  5. ზაკ გილფორდი (ახალი ზელანდია) - 10 ლელო
  6. კრისტიან უეიდი (ინგლისი) - 8 ლელო
  7. გაბრიელ იბიტოე (ინგლისი) - 8 ლელო
  8. ჯოვანი დონოფრიო (იტალია) - 8 ლელო
  9. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია) - 8 ლელო
  10. რიუჰეი არიტა (იაპონია) - 8 ლელო

ყველაზე ბევრი გატანილი ჯარიმა

  1. პატრისიო ფერნანდესი (არგენტინა) - 31 ჯარიმა
  2. მეთიუ ჯერვისი (უელსი) - 28 ჯარიმა
  3. ტომ ჰომერი (ინგლისი) - 24 ჯარიმა
  4. ჯეიმს მაკკინი (ირლანდია) - 19 ჯარიმა
  5. გელა აფრასიძე (საქართველო) - 18 ჯარიმა
  6. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა) - 18 ჯარიმა
  7. დანკან უეირი (შოტლანდია) - 16 ჯარიმა
  8. რიკარდო ბოჩიტო (იტალია) - 16 ჯარიმა
  9. სემ დევისი (უელსი) - 15 ჯარიმა
  10. დომინგო მიოტი (არგენტინა) - 14 ჯარიმა

ზუსტი გარდასახვების რაოდენობა

  1. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა) - 37 ზუსტი გარდასახვა
  2. ქარვინ ბოში (სამხრეთ აფრიკა) - 29 ზუსტი გარდასახვა
  3. გარეთ ენსკომბი (ახალი ზელანდია) - 26 ზუსტი გარდასახვა
  4. ფრანსუა ბრუმერი (სამხრეთ აფრიკა) - 24 ზუსტი გარდასახვა
  5. იოჰან გუსენი (სამხრეთ აფრიკა) - 23 ზუსტი გარდასახვა
  6. ტომ ჰომერი (ინგლისი) - 23 ზუსტი გარდასახვა
  7. პატრისიო ფერნანდესი (არგენტინა) - 21 ზუსტი გარდასახვა
  8. მეტ ტომუა (ავსტრალია) - 20 ზუსტი გარდასახვა
  9. ჟორდი ბარეტი (ახალი ზელანდია) - 19 ზუსტი გარდასახვა
  10. ტიაან ფალკონი (ახალი ზელანდია) - 19 ზუსტი გარდასახვა
10-ეულში ვერ მოხვდა ვერცერთი ქართველი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე-14 ადგილზე იმყოფება გელა აფრასიძე - 17 ზუსტი გარდასახვით. Live.Ge საქართველოს ნაკრების თითოეულ მატჩს ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.    

სხვა სტატიები