Belive

რაინდის ღირსეული საქციელი - ჰემილტონმა Mercedes-ს აპელაცია შეაჩერებინა!

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის 2021 წლის ჩემპიონატი სკანდალურად დასრულდა. ლუის ჰემილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის გამართული საჩემპიონო ბატალიები, აბუ დაბის გრან-პრიზე, საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილების მიღების შედეგად დასრულდა. ორგანიზატორების მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ფერსტაპენმა იხეირა და რბოლის უკანასკნელ წრეზე ლუის ჰემილტონს გადაასწრო. ლუის ჰემილტონი სარეკორდო მე-8 ტიტულის მფლობელი ვერ გახდა, ფერსტაპენი კი ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა! აბუ დაბის გრან-პრის დასრულების შემდეგ, არაერთმა მიმომხილველმა ორგანიზატორების მისამართით კრიტიკა არ დაიშურა და მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.


Hamilton-ou-Verstappen-Les-cles-de-la-bataille-finale-a

Mercedes-ის საჯინიბომ დავის იურიდიულ ასპექტში გადაწყვეტა განიზრახა და აბუ დაბის გრანდ-სლემზე ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, Mercedes-ის გუნდის წევრებსა და ლუის ჰემილტონს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, გუნდმა აპელაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს მტკიცებით, ლუის ჰემილტონს არ სურს აპელაციის შედეგად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და რევანშის აღებას ფორმულა 1-ის მომავალ სეზონში შეეცდება.

სხვა სტატიები