Belive

რეალის მცველი ბაიერნში ითამაშებს 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ესპანელი მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოსოლა მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ზინედინ ზიდანი არ ენდობა, სეზონის ბოლომდე ბავარიულ კლუბში იჯარის წესით ჩაირიცხება. "გუნდის შიგნით მოლაპარაკებები გვქონდა, რის მერეც მთავარი მწვრთნელის ჰანს-ფიტერ ფლიკის მოთხოვნას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ, დავთანხმდით. ოდრიოსოლას დამატება ამის გამოძახილია. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მადრიდის "რეალს" ჩვენთან პარტნიორული თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებისთვის მადლობას ვუხდით",-თქვა "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ. გერმანიის მოქმედ ჩემპიონსა და "სამეფო კლუბს" შორის კარგი სატრანსფერო ურთიერთობა არსებობს. ბოლოს, "ბლანკოსებმა" ბუნდესლიგურ გრანდში ხამეს როდრიგესი გაანათხოვრეს.

სხვა სტატიები