Belive

რეიჩელ ბლექმორმა და ჰანისაქლმა ჩელტენემის დოღზე ისტორია დაწერეს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ჩელტენემის ფესტივალზე ისტორია დაიწერა - რეიჩელ ბლექმორი გახდა პირველი ქალი ჟოკეი, რომელმაც ჩელტენემის საბარიერო გარბენში გაიმარჯვა. საკუთარ პროფესიაში მწვერვალის დასაპყრობად, რეიჩელ ბლექმორს ხანგრძლივი და რთული გზის გავლა მოუწია - თუმცა ჩელტენემის ფესტივალზე, რეიჩელმა ჰანისაქლთან ერთად ისტორიული გამარჯვება უმარტივესად მოიპოვა. ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ბლექმორი ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ უყურადღებოდ არც ჰანისაქლის დატოვება შეიძლება. საბარიერო გარბენში გამარჯვება, თავის მხრივ უკვე არის უდიდესი გამარჯვება - რეიჩელმა და ჰანისაქლმა კი ეს გამარჯვება ისტორიულ ტრიუმფად აქციეს. "მნიშვნელობა არ აქვთ, თუ რომელ ცხენს მართავს - რეიჩელი ბრწყინვალე ჟოკეია და თავის მხრივ ჰანისაქლი განსაკუთრებული ცხენია, შესაბამისად მათი გამარჯვება არ გამიკვირდა. დიდებული გუნდია - რეიჩელისა და ჰანისაქლის წყვილი საუკეთესოა" , - აღნიშნა რეიჩელ ბლექმორის მწვრთნელმა.