Belive

რინერმა ბრაზილიაშიც გაიბრწყინა - 20 წამში მოგებული ფინალი! (ვიდეო)

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარული ტედი რინერი ტატამს შთამბეჭდავად უბრუნდება. +100 კგ წონითი კატეგორიის უტიტულოვანესმა ფალავნმა ბრაზილიის დიდი სლემი შთამბეჭდავი გამარჯვებით დახურა. 30 წლის ფრანგი ძიუდოისტი ტატამზე 3 სპორტსმენს დაუპირისპირდა და ფინალამდე მარტივად მივიდა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი მასპინძელთა წარმომადგენელი დევიდ მოურა 20 წამში ბეჭებზე გააკრა. შეგახსენებთ, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად გარკვეული პერიოდში პაუზა ჰქონდა და ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირებიც კი გამოტოვა, როგორიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატია და მხოლოდ მონრეალის გრან პრიზე დაბრუნდა, სადაც ცხადია ოქროს მედალს დაეუფლა.

სხვა სტატიები