Belive

რის გამო არ გადავიდა მბაპე 2017 წელს რეალში

5 წლის წინ სხვა
1 წთ
2017 წელს ფრანგმა შემტევმა, კილიან მბაპემ "რეალის" შემოთავაზება უარყო. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი რონალდუ იყო. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ მბაპეს თამაშმა მსოფლიოს გრანდების ყურადღება მიიპყრო, ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება კი საბოლოოდ, "პსჟ"-მ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით,  "რეალსა" და მბაპეს შორის გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, თუმცა ფეხბურთელმა "ბლანკოსში" გადასვლა ბოლო წამს გადაიფიქრა. მთავარ მიზეზად კრიშტიანუ სახელდება, რადგან კილიანს პორტუგალიელთან კონკურენცია არ სურდა. ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები