Belive

როდის და სად გადავა ხვიჩა კვარაცხელია? - მამუკა ჯუღელის კომენტარი 

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, TV იმედის გადაცემა "სპორტი იმედზეს" ეთერში, ქართული ფეხბურთის ამოავალი ვარსკვლავის კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა და განმარტა თუ როდის და სად შედგება 20 წლის ტალანტის ტრანსფერი. "კვარაცხელიას მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. გვაქვს იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბების წინადადებები. სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დასრულდა და მოლაპარაკებები დაიწყო. კლუბი ყველა ღონეს ხმარობს, სლუცკიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, რომ ხვიჩა ტოპ კლუბში მოხვდეს. ყოველდღიურად რაღაც იცვლება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტული და გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მე მინდა, რომ ხვიჩამ ტოპ კლუბში ითამაშოს ის საამისოდ მზად არის. მე მისთვის ტოპ კლუბს ავარჩევ. თუ ხვიჩა "რუბინიდან" წავა, ეს მხოლოდ ტოპ კლუბში წასვლის შემთხვევაში მოხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არსებობს დარჩენის ვარიანტიც, თუმცა არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს. კლუბი ხვიჩას მიმართ ძალიან სიმპატიით არის განწყობილი და მაქსიმალურად ცდილობენ რომ კარგ კლუბში მოხვდეს.  რაც შეეხება დროს, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ყველაფერი გადაწყდება", - თქვა მამუკა ჯუღელმა. ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2 ივნისს 15-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. რუსეთში დასრულებულ საკლუბო სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები