Belive

როდის შეიძლება განახლდეს სერია A?

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი სერია A-ს განახლების შესაძლო ვარიანტს ასახელებს. გამოცემის ინფორმაციით, გათამაშების გაგრძელება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. იტალიაში კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება, რაც იმის შანსს იძლევა, რომ 4 მაისიდან გუნდებმა ვარჯიში განაახლონ. ოპტიმალური ფორმის აღსადგენად მათ სამი კვირა დასჭირდებათ, რის შემდეგაც მატჩების ჩატარებას შეძლებენ. პირველი კვირა სავარაუდოდ მთლიანად სამედიცინო შემოწმებას და ფიზიკური ფორმის აღდგენას დაეთმობა, დანარჩენი დრო კი გუნდური ვარჯიშების განახლებას და ჩვეული საწვრთნელი პროცესის აღდგენას. რომაული გაზეთის მასალაში ნათქვამია, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც იტალიის მთავრობა ყველაზე ხშირად განიხილავს.

სხვა სტატიები