ლეგენდარული და შვეიცარიული ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ბაზელი” ოდითგანვე კარგ ვარსკვლავებსა და ტალანტებს ზრდიდა, რადგან “ბაზელის” აკადემია, ისეთ დიდ აკადემიებს შორის არის, როგორიცაა “აიაქსი”; “ბარსელონა” და ა.შ.
2007/2008 წლების სეზონიდან 2016/2017 წლების სეზონამდე ყველა სეზონში, შვეიცარიის ჩემპიონი – “ბაზელი” გახდა, რითაც მათ “შვეიცარიის ვიცე ნაკრები” უწოდეს.
გთავაზობთ გუნდს, თუ როგორი იქნებოდა “ბაზელის” შემადგენლობა, ვარსკვლავები რომ შეენარჩუნებინათ და გუნდიდან არ გაეშვათ:
მეკარე – იან სომერი
მოქმედი კლუბი: “მიუნხენგლადბახი”
ეროვნება: შვეიცარია
მარჯვენა მცველი – მიშელ ლენგი
მოქმედი კლუბი: “მიუნხენგლადბახი”
ეროვნება: შვეიცარია
ცენტრალური მცველი – მანუელ აკანჯი
მოქმედი კლუბი: “დორმუნდის ბორუსია”
ეროვნება: შვეიცარია
ცენტრალური მცველი – ფაბიან შარი
მოქმედი კლუბი: “ნიუკასლი”
ეროვნება: შვეიცარია
მარცხენა მცველი – ადამა ტრაორე
მოქმედი კლუბი: “მელბურნი”
ეროვნება: კოტ-დივუარი
ცენტრალური ნახევარმცველი – მოჰამედ ელ-ნენი
მოქმედი კლუბი: “ბეშიქთაში” (განათხოვრებული არის “არსენალიდან”)
ეროვნება: ეგვიპტე
საყრდენი ნახევარმცველი – გრანიტ ჯაკა
მოქმედი კლუბი: “არსენალი”
ეროვნება: შვეიცარია
ნახევარმცველი – ივან რაკიტიჩი
მოქმედი კლუბი: “ბარსელონა”
ეროვნება: ხორვატია
მარჯვენა შემტევი – ჯერდან შაჩირი
მოქმედი კლუბი: “ლივერპული”
ეროვნება: შვეიცარია
მარცხენა შემტევი – მოჰამედ სალაჰი
მოქმედი კლუბი: “ლივერპული”
ეროვნება: ეგვიპტე
ცენტრფორვარდი – ბრეელ ემბოლო
მოქმედი კლუბი: “მიუნხენგლადბახი”
ეროვნება: შვეიცარია