Belive

როგორც ყოველთვის - ტედი რინერი მონრეალის გრან პრის გამარჯვებულია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ კანადაში დასრულდა მონრეალის გრან პრი, რომელიც მეტად საინტერესო და დაძაბული ტურნირი გახლდათ, რადგან მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტი - ტედი რინერი და იაპონური შემადგენლობა დაუბრუნდნენ ტატამს. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახლადდაბრუნებულმა ტედი რინერმა დაბრუნებისთანავე ოქროს მედალი მოიპოვა. ფრანგი ფალავანი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ამერიკელი - აიაქს ტადეჰარა იყო, რომელიც რინერმა წუთსა და 8 წამში ძალიან მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუმინელი - ვლადუტ სიმიონესკუ იყო. ტედიმ ზედმეტი ძალის დახარჯვის გარეშე მოახერხა რუმინული ბარიერის დაძლევა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჩეხი - ლუკაშ კრპალეკი იყო. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა ოქროს დროში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მას იაპონელი - ჰისაიროში ჰარასავა დაუხვდა. ორი ტიტანის ბრძოლაში გამარჯვებული ფრანგი ლეგენდა - ტედი რინერი დარჩა და მან ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი ბოლოს 2010 წელს დამარცხდა.

სხვა სტატიები