Belive

რომელ ტალანტებს უნდა დავაკვირდეთ ახალ სეზონში?

5 წლის წინ სხვა
7 წთ
ახალი სეზონის დაწყების წინ, სტატიას ტოპ გუნდებში მოთამაშე ტალანტებზე შემოგთავაზებთ, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე წელიწადში გუნდის წამყვანი მოთამაშეები გახდნენ.

დანი სებალიოსი ("რეალი")

"მწვრთნელის ნდობა კარგად თამაშის საწინდარია, ლოპეტეგმა კი ნდობა გამომიცხადა“, - აღნიშნა Real Madrid TV-სთან საუბრისას ახალგაზრდა ესპანელმა. ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში დანი სებალიოსს ძირითადში თამაშის შანსი სულ რამდენჯერმე მიეცა. მის მთავარ კონკურენტებს ლუკა მოდრიჩი, კაზემირო და ტონი კროოსი წარმოადგენენ, თუმცა გუნდიდან მატეო კოვაჩიჩის წასვლის შემდეგ სებალიოსს მეტი თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

ფრენკი დე იონგი ("აიაქსი")

  "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2014/15 წლების შემდეგ არ უთამაშია, თუმცა კიევის "დინამოს" ფეხბურთელები ნამდვილად არ ყოფილან კმაყოფილები, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებთან მოუწიათ თამაში. ამსტერდამელებმა კიეველები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო სტადიიდან გამოთიშეს. „აიაქსელების“ ერთ-ერთი დასაყრდენი კი ახალგაზრდა ფრენკი დე იონგია - ფეხბურთელი, რომლითაც კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდებოდა. აღსანიშნავია, რომმ დე იონგი "ბარსელონაში" თამაშს არ გამორიცხავს: "ერთ დღეს შეიძლება "ბარსელონაში" ვითამაშო, თუმცა ამ სეზონში ნამდვილად არა", - აღნიშნა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

ფილ ფოდენი („სიტი“)

13 ივნისს 17 წლის ფილ ფოდენი პრემიერლიგის მედლის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა - მან "სიტისთან" ერთად 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლა ფოდენს უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს: "ფილი გასულ წელს პირველ გუნდში სათამაშოდ უკვე მზად იყო. მან პროგრესირება განაგრძო", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ვილემ გებელსი ("მონაკო")

ვილემ გებელსს გასულ სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში მხოლოდ 87 წუთის განმავლობაში მიეცა სათამაშო დრო, თუმცა 16 წლის ფორვარდი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე ითამაშა. ფრანგი ფეხბურთელის კარგი პოტენციალი "მონაკოს" მესვეურებმა დაინახეს და მასში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს.

გონსალო გედეში ("ვალენსია")

21 წლის გონსალო გიდეშის მთავარი პოზიცია მარცხენა თავდამსხმელია, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც არაერთხელ უთამაშია. საინტერესოა, რომ „ვალენსიამ“ გიდეში 2017 წელს „პსჟ-ში“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. იმავე ზაფხულში პარიზელებმა გიდეში უკან, „ვალენსიაში“ დააბრუნეს, ხოლო 1 წლის შემდეგ კი „ვალენსიამ“ გიდეშში 40 მილიონი ევრო გადაიხადა და ფეხბურთელი უკან დაიბრუნა.

ჯასტინ კლუივერტი ("რომა")

ჰოლანდიის ყოფილი თავდამსხმელის, პატრიკ კლუივერტის შვილი ამ ზაფხულს "რომაში" ჩაირიცხა. გუნდის სპორტულმა დირექტორმა კლუივერტი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად შეაფასა და აღნიშნა, რომ „რომას“ სხვა გუნდებთან შედარებით ძალიან გაუმართლა. კლუივერტის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა იტალიური კლუბი აირჩია. პატრიკ კლუივერტის თქმით, მისმა შვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან „მანჩესტერში“ მას გაცილებით დიდი წნეხი ელოდებოდა, რაც მის პროგრესზე ნეგატიურად აისახებოდა.

ირვინგ ლოსანო („პსვ“)

"ბარსელონა" დე იონგის გარდა ირვინგ ლოსანოთიც ინტერესდებოდა, თუმცა "პსვ-მ" მექსიკელი ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ჰოლანდიური გუნდი ახალგაზრდა ტალანტის მომავალ სეზონში შენარჩუნებას. გასულ წელს ლოსანომ 29 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

მალკომი ("ბარსელონა")

21 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო საგა ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ ზაფხულში: "ბორდოს" 21 წლის თავდამსხმელს "რომა" ყიდულობდა და შეთანხმების თანახმად, იტალიის დედაქალაქში 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადასულიყო. მაშინ, როდესაც მალკომს უკვე რომის აეროპორტში ელოდნენ, კატალონიელებმა ფრანგულ კლუბს 41 მილიონი ევრო შესთავაზეს, ტრანსფერის ჩაშლა მოახერხეს და მალკომიც "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა.

როდრი (მადრიდის „ატლეტიკო“)

შესაძლოა ისეთივე მნიშნველოვანი და მტკივნეული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო, როგორც „რეალის“ მიერ რაულის გაშვება - მაგრამ, 2013 წელს როდრი „ატლეტიკოსთვის“ საგრძნობი დანაკარგი აღმოჩნდა. „როხიბლანკოს“ მესვეურები ვალდებული არიან როდრის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ „ვილიარეალს“, რომელიც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დაიბრუნეს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა მშობლიური კლუბი დატოვა, იგი ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელსაც ბრწყინვალე დრიბლინგი და ზუსტი გადაცემის შესრულების საოცარი ალღო ახასიათებს. „ატლეტიკოში“ დაბრუნებულ როდრის, კლუბმა 14 ნომრიანი მაისური მოარგო, რომელიც ყოფილ კაპიტან გაბის ეკუთვნოდა.

ჯეიდონ სანჩო („დორტმუნდი“)

გასულ წელს, ჯეიდონ სანჩოს დაკარგვის გამო, „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური პირები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ პეპ გუარდიოლა სანჩოს „ახალგაზრდა ტალანტად“ მიიჩნევდა, „ქალაქელებმა“ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტეს. „მანჩესტერ სიტიმ“ 8 მილიონი ევრო მიიღო, 17 წლის ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა - მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. მიმდინარე სეზონი ჯეიდონ სანჩომ ბრწყინვალედ დაიწყო. ბუნდესლიგის სასტარტო ორ ტურში იგი ორი საგოლე პასით გამოირჩა და მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტს.

მარტინ ტერიერი („ლიონი“)

2017/18 წლის წინა სასეზონო სტარტზე მარტინ ტერიერმა უამრავი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. იანვარში, „ლიონმა“ 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა 21 წლის ტერიერი, რომელიც სეზონის დასრულებამდე „სტრასბურგში“ გაანათხოვრა. ტერიერმა „რასინგის“ წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო შეხვედრაში 3 გოლით შეძლო თავის გამოჩენა. სეზონის დარჩენილი ნაწილი ფრანგმა შემტევმა ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კი ნაბილ ფეკირის და მემფის დეპაის გვერდზე იდეალურად გამოიყურება.

ტიმოთი ვეა („პსჟ“)

ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბში ცდილობს თავის დამკვიდრებას. „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ჟორჟ ვეას შვილი, წინა სასეზონო ტურნეს დროს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა. ტიმოთი ვეამ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გაიბწყინა. საფეხბურთო მიმომხილველები ტიმოთი ვეას უნივერსალურ შემტევად ახასიათებენ, რომელიც გოლის გატანის შესანიშნავი ალღოთი გამოირჩევა.  

სხვა სტატიები