Belive

რონალდუ: "იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას მალე მოიგებს"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს. რონალდუს თქმით, უკვე დროა გუნდმა წარმატებას ევროპის მასშტაბითაც მიაღწიოს. მას შემდეგ, რაც ტურინელებმა ბოლოს, 1996 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, გუნდმა ხუთი ფინალი წააგო. "იუვენტუსმა მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. არ ვიცი ეს ამ სეზონში მოხდება თუ შემდეგ სეზონში, მაგრამ ამის დრო არის" - განაცხადა კრიშტიანუმ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ მადრიდში ისაუბრა. ის Marca-მ დააჯილდოვა და Marca Leyenda-ს პრიზი მიანიჭა. 34 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსში" 2018 წელს "რეალიდან" გადავიდა. პირველსავე სეზონში "სერია ა" მოიგო. ჩაატარა 43 მატჩი და 28 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები