Belive

რონალდუ: "რეკორდებს არ ვეძებ, რეკორდები მეძებენ მე!"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კარიერაში მე-700 გოლის გატანის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი, საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ასეთი შედეგის მიღწევას ვერავინ შეძლებს. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, კოლეგებს და მწვრთნელებს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს ვარ. ვინ იცის რამდენი რეკორდი დავამყარე, პირადად მე არც კი მახსოვს. ახლა მინდა, რომ ამ მომენტით დავტკბე და იმ ადამიანებს, ვინც დამეხმარნენ მადლობა გადავუხადო. ბოლოს, როცა კიევში, ამ სტადიონზე ვითამაშე, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ასე რომ აქაურობა კარგად მაგონდება, თუმცა დღეს სხვა შედეგი მივიღეთ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან უკრაინასთან გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩემი გუნდით ვამაყობ და მათი იმედი მაქვს. რაც შეეხება რეკორდებს, ისინი ბუნებრივად მოდიან. რეკორდებს არ ვეძებ, რეკორდები მეძებენ მე!",-თქვა 34 წლის პორტუგალიელმა ევრო 2020-ს შესარჩევში უკრაინასთან - 1:2 მარცხის შემდეგ.

სხვა სტატიები