Belive

რონალდუ სერია ა-ს ფეხბურთელებზე 3-ჯერ მეტს გამოიმუშავებს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ წელიწადში €31 მილიონს გამოიმუშავებს, რაც იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება. "იუვენტუსმა" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გასულ სატრანსფერო პერიოდში შეიძინა და მასში €100 მილიონი გადაიხადა. მიმდინარე სეზონში "იუვემ" უკვე 3 შედეგიანი მატჩი გამართა, თუმცა გატანილი გოლით რონალდუს ჯერ თავი არ გამოუჩენია. Goal.com-ის ცნობით, იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მეორე პოზიციას გონსალო იგუაინი იკავებს, რომლის ანაზღაურებაც €9,5 მილიონს შეადგენს. სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან:
  1. კრიშტიანუ რონალდუ - €31 მლნ;
  2. გონსალო იგუაინი - €9,5 მლნ;
  3. პაულო დიბალა - €7 მლნ;
  4. მირალემ პიანიჩი - €6.5 მლნ;
  5. დუგლას კოშტა - €6 მლნ.
 

სხვა სტატიები