Belive

რონი ო'სალივანის მე-7 ტიტული - ლეგენდამ ემოციები ვერ შეიკავა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ჯად ტრამპის დამარცხების (18:13) შემდეგ, ლეგენდარული რონი ო'სალივანი სნუკერის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. ტრამპთან გამარჯვების შედეგად, ო'სალივანმა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონის მე-7 ტიტული მოიპოვა და არანაკლებ ლეგენდარულ - სტივენ ჰენრის შეუერთდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფორმას, რომელიც ო'სალივანმა უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში შეფილდში აჩვენა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სნუკერის მეფე მსოფლიო ჩემპიონის მერვე ტიტულსაც მალე მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ო'სალივანმა პირველი ტიტული 2001 წელს მოიპოვა - მის ანგარიშზე 2004, 2008, 2012, 2013 და 2020 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებიცაა.